ეკა ბესელია:ონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით უკვე ამოქმედდა, საქართველოს პრეზიდენტი ნეიტრალური არბიტრის როლშია!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც ოქტომბრიდან ამოქმედდა, საქართველოს პრეზიდენტი ნეიტრალური არბიტრის როლშია.
"ჩვენ დღეს საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ. ბევრ ქვეყანაში, სადაც არის საპარლამენტო მმართველობა, პრეზიდენტი არის სიმბოლური ფიგურა, რომელსაც აქვს გარკვეული და კონკრეტულად გაწერილი უფლებამოსილებები და ის არის ნეიტრალური არბიტრი. დაახლოებით ასეთი მოდელია ამ ახალი ცვლილებებით, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც ამოქმედდა ოქტომბრის შემდეგ საქართველოში, სადაც ნეიტრალური არბიტრის როლში არის პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანოს აქვს თავისი უფლებამოსილება, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის ძალიან მნიშვნელოვან ინსტიტუციას. მთავრობა, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულებაზეა პასუხისმგებელი და მას აქვს ძირითადი ფუნქცია საგარეო კუთხითაც, მათ შორის ხელშეკრულებების ხელმოწერა, მოლაპარაკებები თუ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფუნქცია. ის რამდენიმე წინააღმდეგობა, რომელიც დარჩა დღეს კონსტიტუციაში, ვფიქრობ, ამ ანალიზისა და საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შემდეგ დალაგდება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.