ბიძინა ივანიშვილი: როგორც დაჯარიმება, ისე ფულის უკან დაბრუნება უკანონოდ მოხდა!

ბიძინა ივანიშვილი: როგორც დაჯარიმება, ისე ფულის უკან დაბრუნება უკანონოდ მოხდა!

ბიძინა ივანიშვლი აცხადებს, რომ  ჯარიმის სახით ჩამორთმეული 80 მილიონის დაბრუნებას აღსრულების ბიურო თვითნებურად ცდილობს. ამის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლობა ავრცელებს.


"ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, აღსრულების ბიურო, როგორც ჩანს,  შეეცადა ხელი აეღო დანაშაულებრივ ქმედებაზე და ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე, საკუთარი ნებით, ჯარიმის სახით აღსრულებული 80 მილიონი ლარი ბიძინა ივანიშვილს უკან დაუბრუნა, მიზეზად კი სააღსრულებო საქმის წარმოების პროცესში დაშვებული პროცედურული დარღვევები დაასახელა.  აღნიშნული ქმედებით ცალსახად ჩანს, რომ, როგორც დაჯარიმების პროცესი, ასევე მისი აღსრულება და შემდგომ ფულის უკან დაბრუნება კანონთან შეუსაბამოა და საჭიროებს საქმის მოკვლევას. ამდენად, ამ თანხის რაიმე სახით გამოყენება, საქმეზე ჭეშმარიტების დადგენამდე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია,"-ნათქვამია განცხადებაში.


 როგორც პრემიერ-მინისტრის წარმოამდგენლობა აცხადებს, მთავრობის ახალმა შემადგენლობამ კახეთის რეგიონისთვის სტიქიური უბედურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის საჭირო ფულადი სახსრების მოძიება პრეზიდენტისა და პრემიერის სარეზერვო ფონდებში სცადა, თუმცა აღნიშნულ ფონდებში თანხები სრულად გახარჯული აღმოჩნდა. შესაბამისი ხარჯები გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში, თუმცა გაირკვა, რომ ძველმა მთავრობამ მისი დიდი ნაწილი არამიზნობრივად გახარჯა და დაზარალებულ მოსახლეობამდე კომპენსაცია არ მივიდა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: