დავით უსუფაშვილი: ჩვენი კონსტიტუცია დაღდასმულია!
"ჩვენი კონსტიტუცია დაღდასმულია იმით, რომ იგი შეიცვალა ერთი პირის პოლიტიკური ნება-სურვილიდან გამომდინარე",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
უსუფაშვილი მოქმედი კონტიტუციის ხარვეზებზე უცხოელ ექსპერტებთან, დეპუტატებთან და კონსტიტუცუიონალისტებთან ერთად მსჯელობდა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც მსჯელობას საჭიროებს.
"ჩვენი კონსტიტუცია დაღდასმულია იმით, რომ იგი შეიცვალა ერთი პირის პოლიტიკური ნება-სურვილიდან და პოლიტიკური მომავლიდან გამომდინარე და სხვა საკითხები დარჩა ყურადღების მიღმა.
ნაბიჯი გადადგმული საპარლამენტო მმართველობისკენ იმიტომ კი არ იყო გადადგმული, რომ საპარლამენტო მმართველობა, როგორც მოდელი აინტერესებდა ვინმეს, არამედ იმისთვის, რომ პრემიერმინისტრის როლი გაძლიერებულიყო ერთი კონკრეტული ადამიანის მომავლის უზრუნველსაყოფად",- განაცხადა უსუფაშვილმა.