ზვიად კვაჭანტირაძე: რუსებთან უმაღლეს დონეზე პირისპირ შეხვედრას არ უნდა დავთანხმდეთ!
რუსეთთან, უმაღლესი დონის შეხვედრისთვის მზად არ ვართ,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ ამის აუცილებლობა დადგება, შეხვედრისთვის სერიოზული მომზადება იქნება საჭირო.
"მოლაპარაკებებს და დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ როგორც მინუმუმ, ამ ეტაპზე, ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ რუსებთან უმაღლეს დონეზე პირისპირ შეხვედრას, მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ამ შეხვედრისთვის მზად არ ვართ.
თუ ამის აუცილებლობა დადგება, ძალიან სერიოზული მომზადებაა საჭირო, ამაში მე ვგულისხმობ ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს მოკავშირეებთან აქტიური კონსულტაციების გავლას და მათ მხარდაჭერას",- განაცხადა კვაჭანტირაძემ.