ელისო ჩაფიძე:-"ნაციონალური მოძრაობა" სერიოზულად ემზადება და "ვარდების რევოლუციის" წინაპერიოდის დეჟავიუს ქმნის"
საპარლამენტო უმრავლესობის წვერი ელისო ჩაფიძე თვლის, რომ დემოკრატიული ქვეყნის საზოგადოებას აქვს უფლება მოითხოვოს დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლება. მისი თქმით, ნაკლებშესაძლებელია "ნაციონალური მოძრაობის" რეანიმირება, მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობა სერიოზულად ემზადება და გეგმავს გარკვეულ ქმედებებს, რომელიც ისეთივე დეჟავიუს ქმნის, როგორიც იყო "ვარდების რევოლუციის" წინ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მომხდარ ძალდობრივ ფაქტებზე პასუხისმგებლობა მთელმა საზოგადოებამ უნდა აიღოს.