ირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს!

ირაკლი ღარიბაშვილი: სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს!

   სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს, იქნება ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


  "გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარლამენტის დეპუტატი მინაშვილი შეურაცხმყოფელ სიტყვებს სწერდა მოსამართლეს, რომელმაც ნავთლუღის გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ყოვლად დასაგმობი და მოვუწოდებ ყველას, ვისაც ეხება, ეს საკითხი სათანადოდ შეისწავლონ. სასამართლოზე ზეწოლას დღეს ვერავინ განახორციელებს, იქნება ეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენელი. ეს არის ყოვლად დაუშვებელი და კატეგორიულად მიუღებელი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: