ირინე იმერლიშვილი:უშიშროების საბჭოს სხდომას ორი სახელმწიფო მინისტრი დაესწრება!

ირინე იმერლიშვილი:უშიშროების საბჭოს სხდომას ორი სახელმწიფო მინისტრი დაესწრება!

  უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა ჟურნალისტებს ტოკიოში განუცხადა, რომ 28 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს სხდომას, მუდმივი წევრების გარდა, ორი სახელმწიფო მინისტრი და სამი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეც დაესწრება.

  მისი თქმით, სხდომაზე მიწვეული არიან სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, პარლამენტიდან კი - საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები - თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე.


  იმერლიშვილის თქმით, სხდომაზე მოხსენებით გამოვლენ და საბჭოს წევრებს განსახილველ საკითხზე ინფორმაციას მიაწვდიან პაატა ზაქარეიშვილი და ირაკლი ალასანია.
 
  "იმ დაანონსებული ხელშეკრულების ფონზე, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოსალოდნელია რომ გაფორმდეს და რომელიც არის აფხაზეთის ანექსიის მცდელობა, პრეზიდენტმა, როგორც ტერიტორული მთლიანობის გარანტმა, მოიწვია ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა. სხდომაზე საუბარი იქნება თავდაცვის ღონისძიებების ერთობლივად, კოორდინირებულად დაგეგმვაზე. სხდომა გაიმართება სახელმწიფო კანცელარიაში, უშიშროების საბჭოს აპარატის სათათბირო ოთახში", - განაცხადა იმერლიშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: