ირაკლი ჩიქოვანი: ქალი და მამაკაცი საზოგადოების თანასწორი წევრები არიან!
ფრაქცია "ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საჭიროა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ქალებზე ძალადობასთან დაკავშირებით.
"მიმაჩნია, რომ ქალი და მამაკაცი არიან საზოგადოების თანაბარუფლებიანი და თანასწორი წევრები. სამწუხაროდ, რაც საქართველოში ხდება, არის აბსოლუტურად მიუღებელი და დასაგმობი. ჩვენ შეიძლება გარკვეულწილად მივეცით თავს უფლება და ვიფიქრეთ, რომ ამ მხრივ ყველაფერი მოგვარებულია და ადამიანები ერთმანეთს თანასწორად ვუყურებთ. ფაქტია, რომ ეს პრობლემა გვაქვს, როგორც ჩანს, ამ პრობლემებს სერიოზულად არ აღვიქვამდით, არ ვგულისხმობ ყოფილ ან არსებულ ხელისუფლებას, საუბარია საზოგადოებაზე. აუცილებელია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ამ თვალსაზრისით. ყველამ უნდა შეიგნოს და გაიაზროს, რომ ყველა არის თავისუფალი ადამიანი და ნებისმიერი თავისუფალი ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული არის დასჯადი ქმედება, მიუხედავად მისი სქესისა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.