ირაკლი ალასანია:უშიშროების საბჭოს სხდომის დრო გადასახედი იქნება!
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართავს. ამის მიზეზი თავდაცვის მინისტრის გერმანიაში ჩანიშნული ვიზიტია.
"უშიშროების საბჭოს სხდომის დრო იქნება გადასახედი, რადგან საბჭოს ზოგიერთი წარმომადგენელი საქართველოში არ ვიქნებით. მე გერმანიაში მაქვს ვიზიტი, ამიტომ მივმართეთ პრეზიდენტს, რომ განიხილოს დროის შეცვლის საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ყველა ფორმატი, მათ შორის უშიშროების საბჭოს ფორმატიც უნდა შედგეს იმ გამოწვევებზე სწორად საპასუხოდ, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.