არჩილ გამზარდია: ქვეყანას ყველა ერთად ვქმნით და არა ერთმანეთის გარეშე!

არჩილ გამზარდია: ქვეყანას  ყველა ერთად ვქმნით და არა ერთმანეთის გარეშე!

  ექსპერტ-პოლიტოლოგი  არჩილ გამზარდია  საქართველოს მოქალაქეების რელიგიური ჯგუფების შესახებ FAჩEBOOK-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. გამზარდია განმარტავს, რომ ჯობია, ქვეყნის სამსახური ვისწავლოთ თავად და სხვებსაც ვასწავლოთ, ეს შეგვიქმნის სახელმწიფოს.


  "ყველა მოქალაქე ჩვენია და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ქართველია! - თუ ეს არ გავაცნობიერეთ, ჩვენ ვერასდროს შევქმნით სახელმწიფოს.

  არ აქვს მნიშვნელობა, მეჩეთში ლოცულობს თუ მართლმადიდებლურ ტაძარში, სინაგოგაში თუ სხვაგან, არ აქვს მნიშვნელობა, აფროამერიკელია, ნიგერიელი, ფრანგი, გერმანელი თუ სხვა... ისინი ჩვენიანები არიან, თუ ამ სახელმწიფოს ემსახურებიან და საქართველოს წინსვლისთვის იღვწიან.

  ჩვენ უნდა ვისწავლოთ, ვინ არის "ჩვენიანი"... ის, ვინც ქვეყანას ქმნის თუ ის, ვინც ქვეყნის სახელმწიფოდ შექმნას ხელს უშლის?

  მათ, ვისაც ქართველობის დაცვით გული გამალებით უძგერს და მორწმუნედ ცდილობს ცხოვრებას, გავიხსენოთ, რომ პატრიარქი პირველია, ვინც აფროამერიკელი თავის სტიქაროსნად აკურთხა;


მათ, ვინც სხვა რწმენის აღმსარებლების წინააღმდეგ გამოდის, გაიხსენეთ, რომ პატრიარქი თითქმის ყოველდღე და პატივით ხვდება სხვა რწმენის ადამიანებს;


  რას ვქმნით? ვისთვის ვქმნით? იქნებ, მოვიწადინოთ ყველამ და მივხვდეთ, რომ "სხვასა" და "ჩვენიანს" შორის განსხვავება ქვეყნის სიყვარულის უნარია. ქვეყანას კი ყველა ერთად ვქმნით და არა ერთმანეთის გარეშე.

 დიახ, საქართველოს შავკანიანი მოქალაქეც ქართველია, მაჰმადიანი ქართველიც ქართველია და ა.შ. ნებისმიერი ქართველია, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის შექმნას შეუწყოს ხელი და ნებისმიერი ჩვენგანი არაა ქართველი, თუკი ამას ვეწინააღმდეგებით.

   ჩვენ ყველა ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ვინმესთვის ზიანის მიყენების ნაცვლად, ჯობია, ქვეყნის სამსახური ვისწავლოთ თავად და სხვებსაც ვასწავლოთ, ეს შეგვიქმნის სახელმწიფოს", - წერს არჩილ გამზარდია .

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: