საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად, ბელგიაში დავით უსუფაშვილი გაემგზავრება
ბელგიაში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ნოტაშია გაჟღერებული, რომელიც ქართულმა მხარემ ბელგიის საგარეო უწყებას გაუგზავნა.
"პრეზიდენტი არ ჩამოდის იმის გამო, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა დაინიშნა. ეს სხდომა დაინიშნა იმის გამო, რომ რუსეთმა დაიწყო ინიცირება აფხაზეთთან ინტეგრაციის ხელშეკრულების. ეს არის მიზეზი, რომელიც ვაცნობეთ და მის ნაცვლად, რადგან ეს არის მაღალი დონის ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა პირველი მსოფლიო ომის დაწყების 100 წლის თავს, პრეზიდენტის ნაცვლად ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი", - განაცხადა საბანაძემ.