ვიქტორ დოლიძე: ყველას შეუძლია ჩამოვიდეს საქართველოში და მიმდინარე საგამოძიებო - სასამართლო პროცესებს დააკვირდეს!

ვიქტორ დოლიძე: ყველას შეუძლია ჩამოვიდეს საქართველოში და მიმდინარე საგამოძიებო - სასამართლო პროცესებს დააკვირდეს!

  პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება შეაფასა. დოლიძის განცხადებით, კითხვების არსებობის შემთხვევაში ყველას შეუძლია ჩამოვიდეს საქართველოში და დააკვირდეს მიმდინარე საგამოძიებო და სასამართლო პროცესებს. ამის შესახებ ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.


  "ჩვენ ამ წუხილების თაობაზე ვიცით, არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან. პირველ რიგში, ჩვენ ვამბობთ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი სახის მონიტორინგისთვის. თომას ჰამერბერგი და ეუთო-ს ე.წ. სასამართლო მისია ადგილზე აკვირდებოდა მოვლენებს და მათ არანაირი შეზღუდვა არ ჰქონიათ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, ჩამობრძანდნენ, თუ რაიმე კითხვები არსებობს, ჩამოიყვანონ თავიანთი მაღალკვალიფიციური ექსპერტები და დააკვირდნენ როგორც სასამართლო, ასევე საგამოძიებო პროცესებს. შემდეგ თუ რაიმე კითხვა იქნა და წუხილი გამოითქვა, მზად ვართ, ყველა კითხვას გავცეთ პასუხი",-განაცხადა დოლიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: