დავით ზალკალიანი: გიორგი მარგველაშვილის ნაცვლად ბელგიაში პარლამენტის თავმჯდომარე მიემგზავრება!
"ბრიუსელში ადგილი ჰქონდა არა პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლას, არამედ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მის გადადებას", - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა გააკეთა.
როგორც ზალკანიანმა განაცხადა, ვიზიტი არ ჩაშლილა, გადაიდო.
"ეს იყო ორმხრივი ვიზიტი და არა ვიზიტი ევროკავშირის ფარგლებში. ბელგიის ინიციატივით, პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები იმართება. პრეზიდენტმა ჩათვალა, რომ უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭოს სხდომა, ამის თაობაზე ოფიციალური არხებით ბელგიური მხარისათვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია. როგორც იცით, მის ნაცვლად ბელგიაში პარლამენტის თავმჯდომარე მიემგზავრება", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.