მახათას მთაზე პატრიარქის კურთხევით 350 ცალი ზეთისხილის ნერგი დაირგვება
26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისობის დღესასწაულზე საქართველოს გვარიშვილთა დარბაზი, მახათას მთაზე პატრიარქის კურთხევით, გვარიშვილთა ხეივანში დარგავს 350 ცალ ზეთისხილის ნერგს. როგორც "საქართველოს გვარიშვილთა დარბაზი" აცხადებს, ხეების დარგვის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს:
"ტერიტორია გასუფთავებულია, შემოღობილია და მიმდინარეობს ორმოების ამოთხრის პროცედურები, რომლებიც გამზადებული დაგვხვდება ადგილზე მისვლისას", - აცხადებენ "საქართველოს გვარიშვილთა დარბაზში".