მერაბ შათირიშვილი: "ნაცბანდა" ვადამდელი არჩევნების გზით უნდა გავანეიტრალოთ და არა აგრესიული დაპირისპირებით!

მერაბ შათირიშვილი: "ნაცბანდა" ვადამდელი არჩევნების გზით უნდა გავანეიტრალოთ და არა აგრესიული დაპირისპირებით!

 საზოგადოებრივი მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" დამფუძნებელი მერაბ შათირიშვილი განცხადებას ავრცელებს.

 

  "მეგობრებო, ყველა საზოგადოებრივი გაერთიანების წარმომადგენლებო, ახალგაზრდებო თუ ძველგაზრდებო, მინდა, გულწრფელად გირჩიოთ, თუკი ფიქრობთ, ქუჩაში გამოსვლითა და ხელისუფლებაზე ზეწოლით, დევიზით: რასაც ხელისუფლება ვერ აკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ!.. - ამის უნარი და ძალა შეგწევთ, ჩემთვის გაურკვეველია, საზოგადოებრივი მოძრაობა "ახალი რეალობისთვის" ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს რომ ითხოვდა და მთელი 9 დღის განმავლობაში ქუთაისის პარლამენტიდან თბილისის პარლამენტამდე ფეხით მსვლელობისას ამ პრინციპით მოეშურებოდა, რატომ არ შემოუერთდით? განა სხვა რამაა გათვლილი ამ მოთხოვნებით, გარდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურად განეიტრალებისა?.. წარმოიდგინეთ, თუკი თქვენი პირობა, რომ ალაგმავთ "ნაცმოძრაობას", როგორც დამნაშავე პარტიას (რაშიც მთლიანად გეთანხმებით და რისი შეუსრულებლობის გამოც დავტოვე "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი) და მაგის ძალა გაგაჩნიათ, ან გაგვაჩნია ერთად, ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში რა, ეს ძალა ჰაერში გამოეკიდება?.. ე. ი. თუკი გაგვაჩნია შესაძლებლობა ნაცბანდის თავიდან მოშორებისა, რომელი ფორმა უმჯობესია: არჩევნების გზით თუ სამოქალაქო დაპირიპირების გზით?.. რომელი ფორმა უმჯობესია, როცა ხელისუფლებას ვაიძულებთ, ვადამდელი არჩევნები დანიშნოს და ჩვენი ძალებით ცივილიზებულად გავანეიტრალოთ ნაცბანდა, თუ არსებული ხელისუფლება ჩვენი ზეწოლითა და აქციებით ვაიძულოთ, "კანონი" დაიცვას და, უნებლიეთ, ნაცების უფლებებსაც გადაეფაროს?.. დაფიქრდით, ჩემო კეთილო მეგობრებო და თანამებრძოლებო, თორემ, მე, პირადად, თუნდაც მცდარი გზა იყოს, "ნაცმოძრაობის" წინააღმდეგ ყველა ფრონტში ჩავერთვები და ბოლომდე ვიბრძოლებ...

  ასე რომ, ჯობს ერთად შევიკრიბოთ, მედროშეები თქვენ იყავით და, მოვითხოვოთ არსებული ხელისუფლებისგან ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები!... ჩვენი ერთობლივი ძალის დემონსტრირებაც მაშინ მოვახდინოთ და, დარწმუნებული ვარ, ქვეყანაში ამის შემდეგ პოლიტიკური ბალანსი შეიქმნება და "ნაცმოძრაობა" სამიდღემჩიოდ განეიტრალდება, როგორც რევანშისტული ძალა!" -ნათქვამია განცხადებაში.

 

http://reportiori.ge/?menuid=3&id=42679

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: