ხვალ "ტელეიმედის" ეთერში "ღია ეთერი" გავა

ხვალ "ტელეიმედის" ეთერში "ღია ეთერი" გავა

ხვალ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში თოქ-შოუ "ღია ეთერი" გავა. გადაცემა 2007 წლის  7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნება.  სიმბოლურად გადაცემას "ტელეიმედის" ყოფილი ჟურნალისტები ეკა ხოფერია, თეა სიჭინავა და დიანა ტრაპაიძე გაუძღვებიან.


გადაცემა ერთდროულად სამი ტელევიზიის "იმედის", "მაესტორსა" და "მეცხრე არხის" ეთერით  გადაიცემა. "ღია ეთერი" 22:00 საათზე დაიწყება.  ტელეკომპანიის დარბევიდან 5 წლის შემდეგ, გადაცემა შეეცდება გაარკვიოს, რა მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერს და როგორ აისახა ეს დღე მომდევნო ხუთ წელიწადზე.


რაც შეეხება სტუმრებს, "ღია ეთერში" მიწვეულები არიან "იმედის" ყოფილი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მედია ექსპერტები და პოლიტიკური მიმომხილველები. ჯამში გადაცემაში სხვადასხვა ფორმით, მონაწილეობას ორასზე მეტი ადამიანი მიიღებს. სტუმრები გაიხსენებენ მოვლენებს, რომლის მონაწილენიც  იყვნენ, იმსჯელებენ 7 ნოემბრის შედეგებზე და ისაუბრებენ, თუ რა გზებით შეიძლებოდა უარყოფითი მოვლენების თავიდან აცილება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: