მუსულმანთა ჯანყი საქართველოში თუ წინასწარ განზრახული პროვოკაცია

მუსულმანთა ჯანყი საქართველოში თუ წინასწარ განზრახული პროვოკაცია

  შენობასთან დაკავშირებულ კონფლიქტში ქრისტიანები ხელისუფლების მხარეზე დადგნენ

  "ათზე მეტი დაკავებული, რამდენიმე დაშავებული, რომლებიც რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი - ასეთია ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტის შედეგები. ადგილობრივმა მუსულმანებმა ზედმეტად აქტიურად გააპროტესტეს საერო ხელისუფლების გადაწყვეტილება სოფელში არსებულ ავარიულ შენობაში ბიბლიოთეკის გახსნის თაობაზე. მუსულმანების თქმით, შენობაში ადრე მეჩეთი იყო და ახლა იქ ბიბლიოთეკის გახსნა მათი რწმენის შელახვაა. ადგილობრივი ქრისტიანები, რასაკვირველია, მხარს ხელისუფლებას უჭერენ", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - იური როქსი).
  პუბლიკაციაში ვრცლადაა მოცემული პრობლემის ისტორია, ხაზგასმულია ადიგენის რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა ("სამცხე-ჯავახეთში, დასავლეთით მას აკრავს აჭარა, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაჰმადიანია, სამხრეთით კი მას თურქეთის ტერიტორია ესაზღვრება, სადაც ბოლო წლებში ისლამი ძლიერდება"), აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, კერძოდ გუბერნატორ აკაკი მაჩუტაძის თვალსაზრისი ("შენობას კულტურული დანიშნულება აქვს, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ყველაფერს შეაკეთებს"), პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება ("ყველა მოქალაქე კანონის მიმართ თანასწორია და მას უნდა დაემორჩილოს. ხელისუფლების მოქმედება კანონიერია. ადგილობრივ მოსახლეობას სულიერი მოთხოვნილებების უზრუნველყოფისათვის პრობლემები არ აქვთ, რადგან სოფელში მეჩეთი მოქმედებს. შენობის რემონტის საკითხი ადგილობრივ მუფტიასთან იყო შთანხმებული") და ბოლოს ადგილობრივი იმამის გურამ აბაშიძის მოთხოვნა ("შენობაში მეჩეთი იყო და ის მუსულმანებს უნდა გადაეცეს").
  "ისე ჩანს, რომ კონფლიქტის გამწვავება საქართველოს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გამწვავებული სიტუაციის გასანეიტრალებლად სოფელში პოლიციის ქვედანაყოფები შეიყვანეს", - ნათქვამია სტატიაში. მასში ჩამოთვლილია აგრეთვე ბოლო ხანებში საქართველოში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი ინციდენტები.
  "დამკვირვებელთა აზრით, ზოგადად საქართველოში კონფესიათაშორისო სიტუაცია გაუარესდა. შესაბამისად, ბალანსის დასაცავად ხელისუფლებამ ჭკუასა და გონებას მაქსიმალურად უნდა მოუხმოს, სულიერმა ლიდერებმა კი ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხან, მათ თავიდან უნდა აიცილონ კონფრონტაცია, მოუწოდონ მრევლს გამოიჩინონ სიყვარული და თმენა, რაც საქართველოში მოქმედი ყველა რელიგიის ფუნდამენტური საფუძვლებია", ხაზგასმულია სტატიაში.

 

"ნეზავისიმაია გაზეტა" (რუსეთი), 23 ოქტომბერი, 2014 წელი

 

http://www.ng.ru/cis/2014-10-24/7_georgia.html

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: