ლადო, ან შენს მიერ წამოყენებულ ბრალდებებს დაამტკიცებ, ან ოფიციალურად ბოდიშს მოიხდი - სხვანაირად, სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს!

ლადო, ან შენს მიერ წამოყენებულ ბრალდებებს დაამტკიცებ, ან  ოფიციალურად ბოდიშს მოიხდი - სხვანაირად, სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს!

 სოციალურ ქსელში დაწყებული ვაკხანალია  ადასტურებს, რომ "თავისუფალი თაობის" ხელმძღვანელს  ლადო სადღობელაშვილს კარგად აქვს  ათვისებული  ალენ დალესის ცნობილი ფორმულა: " მე დაგაბრალებ, შენ თავი იმართლე" !..
  მე პირადად თავის გასამართლებელი არაფერი მჭირს, მარგამ, არ მინდა უყურადღებოდ დავტოვო ამ ახალგაზრდა კაცის  სამარცხვინო და ასე ვიტყოდი, უსუსური ბრალდება, რომ მე თითქოს დაკვეთილი სტატიის გამოქვეყნებაში 700 $ ავიღე "ნაციონალებისგან"  და ჩემდამი რწმუნებულ "ივერიონს" რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი მინდია გულუა აფინანსებს, რომ ჩვენ თითქოს კრემლის   ანუ, რუსული სპეცსამსახურების აგენტები ვართ  და ა.შ. და ა.შ.
    ლადო სადღობელაშვილს ისიც აინტერესებს, ვინ არის სტატიის" საქართველო სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე  ანუ ვინ ათამაშებს "თავისუფალ თაობას" ავტორი საბა საბახტარიშვილი და რატომ დაიწერა ეს სტატია.
  რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის  სტატიის ავტორი,მას თავისი ხედვა აქვს და ჩვენც მივეცით შესაძლებლობა დააფიქსიროს თავისი პოზიცია აღნიშნული მოვლენის მიმართ.  რაც შეეხება იმას, თუ რატომ გავიდა სტატია "თავისუფალი თაობისთვის" მიუღებელი სათაურით, ჩემს გუშინდელ სტატიაში "რა ელანდება თავისუფალ თაობას და რას მოუტანს მისი აგრესიული აქტიურობა საქართველოს" დაწვრილებით ვისაუბრე. თუ  საკმარისი არ არის, კიდევ დავამატებ: ჩვენ გარკვეულ საფრთხეს ვხედავთ ასეთი ისტერიული აქციების მიღმა და არ არის გამორიცხული, ერთხელაც სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს და აშკარა დაპირისპირებაში გადაიზარდოს!
  ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ამ ახალგაზრდების ქართველობაში, მაგრამ, არც იმას გამოვრიცხავთ, რომ მათ გულანთებულობას და პატრიოტიზმს გარკვეული ძალები თავიანთი დესტრუქციული მიზნებისთვის იყენებდნენ!
  რაც შეეხება  სტატიას, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამმოიწვია, მისი დაწერა კონკრეტულად "ივერიონში" გამოქვეყნებულმა ვიდეოკადრებმა გვიკარნახა, სადაც აშკარად ჩანს ახალგაზრდების აგრესიული აქტიურობა, საიდანაც სამოქალაქო დაპირისპირებამდე  საკმაოდ  მოკლე მანძილია...
  მეორეც, საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ასეთი აქციებით "თავისუფალი თაობა"  "ნაციონალურ მოძრაობას" ვერ გააუქმებს- ქარიშხალს კი მოიმკის!
  ახლა რაც შეეხება სადღობელაშვილის ბრალდებებს, მე, როგორც "ივერიონის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი და  სარედაქციო ჯგუფი კატეგორიულად ვითხოვთ-დაგვიმტკიცოს ბატონმა ლადომ, რომ ჩვენ აღნიშნული სტატიის გამოქვეყნებაში ავიღეთ 700$  და ჩვენს უკან დგას "ოდიოზური ფიგურად" მონათლული მინდია გულუა ანუ,  მათი სიტყვებით თუ ვიტყვით,რუსეთის სპეცსამსახურები.
  წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ღირსების დასაცავად გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ბერკეტებს, თვით სასამართლოს ჩათვლით!



                                     ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: