Apple-ის პროდუქცია კვლავაც გაყიდვების რეკორდსმენია!
Apple-ის განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარასკევს ახალი iPad მინი-ის პრეზენტაცია მოეწყო, სამ დღეში 3 მილიონი iPad მინი-ი გაიყიდა.
iPad-ის გაყიდვებმა 4G iPad-ის გაყიდვების რეკორდიც მოხსნა, რომელიც მიმდინარე წლის მარტში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი დაცარიელებული დახლების Apple-ის ახალი პროდუქციით შევსებას მოუთმენლად ელიან. სწორედ ამიტომ Apple-ი აცხადებს, რომ ახალი iPad mini და 4G iPad-ს განახლებული ვერსია, რამდენიმე კვირაში გამოვა ბაზარზე. ასევე Apple-ი პირდება მომხმარებლებს, რომ 4G iPad-ი ორჯერ გაძლიერებული პროცესორი ექნება.
iPad მინი-ის ფასი $329 დოლარიდან დაიწყება. ის 4G iPad-თან შედარებით ერთი მესამედით პატარაა და 1 გირვანქით ნაკლებს იწონის, სრული ზომის iPad-ზე კი 23% ით თხელია.
IDC- ის კვლევის მიხედვით, ბაზრის სამი მეოთხედი Apple-ის პროდუქციას, კერძოდ კი iPad-ს უკავია.