მიხეილ სააკაშვლი:-"იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება ქართველი გმირების შეურაცხყოფაა"

მიხეილ სააკაშვლი:-"იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება ქართველი გმირების შეურაცხყოფაა"

   "მას მონის ფსიქოლოგია აქვს და მონას აღარაფერი ეშველაბა," - ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილმა თეა წულუკიანის ბოლო განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ის მზადაა, დაივიწყოს 2008 წლის ომი. ექს-პრეზიდენტის თქმით, იუსტიციის მინისტრის ეს განცხადება ქართველი გმირების შეურაცხყოფაა.

 

   -"დღეს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მე მზად ვარ, დავივიწყო 2008 წელი. დაივიწყოს მაგან, რაც უნდა, მაგას ისედაც დავიწყებული ჰქონდა, რადგან მონის ფსიქოლოგია აქვს და მონას აღრაფერი გამოასწორებს, მაგრამ მე არასოდეს დამავიწყდება, ეს თვითგამორკვევის განცხადებაც არის შეურაცხყოფა ჩვენი გმირების, ვინც დაიღუპა რუსების ბომბების  მიერ".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: