ეკა ბესელია:-"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, ქვეყანაში აქციები გამართონ!"
"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომ მოძრაობა15 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციას იწყებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია ეხმიანება და ამბობს, რომ სახელმწიფო დროულად და კარგად რეაგირებს არსებულ პრობლემებზე და აქციების საფუძველი არ არსებობს. მისივე თქმით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება, ქვეყანაში აქციები გამართონ.
-"ჩემთვის გაუგებარია, რას აპროტესტებენ. მათ ამის მორალური უფლება არ აქვთ. ამორალური იქნება ჩვენი მხრიდან მსგავს აქციაში მონაწილეობის მიღება. მათ დაუშვეს შეცდომები აფხაზეთთან მიმართებაში, ისინი არიან დამნაშავეები"-აცხადებს ეკა ბესელია.