ჯაბა სამუშია: სოლიდარობას ვუცხადებთ მძღოლებს!
ჩვენ მივმართავთ ქალაქ თბილისის მერიას, რომ დააკმაყოფილოს მძღოლების მოთხოვნები. ამის შესახებ "მაესტროს" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
"თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლებმა ოპოზიციურ პარტიებს მიმართეს. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ თბილისის მძღოლებს და შუამდგომლობა გავუწიოთ ქალაქის მერიასთან. მოვუწოდებთ მათ, ხვალ ექვს საათამდე დააკმაყოფილონ მძღოლების მოთხოვნები! უპირველესად კი, შეიცვალოს მათი შრომითი ხელშეკრულებები", - აცხადებს ჯაბა სამუშია.
სამუშია უკმაყოფილოა 2011 წლის ტენდერის შედეგებით და განმარტავს, რომ გამარჯვებული ოთხი კომპანია მონოპოლისტად იქცა. მათ ფასები თვითნებურად გაზარდეს.
"ამ სფეროს ფუნქციონირება, სადაც 600-დან -700-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, დარღვეულია. ჩვენ "ქრისტიან -დემოკრატები" სილიდარობას ვუცხადებთ მძღოლებს", - აცხადებს სამუშიამ.
შეგახსენებთ, რომ მერიამ უარი განაცხადა სამარშრუტო ტაქსების ტენდერების გადახედვაზე. ასევე, მძღოლებმა წარადგინეს საკმაოდ ვრცელი მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც ისინი საწვავის, სათადარიგო ნაწილებისა და უკანონო ჯარიმების თაობზე გამოთქვამენ პრეტენზიას. მძღოლები თბილისის გენინსპექციასაც საყვედურობენ და აცხადებენ, რომ ამ უწყებისგან ბევრი უკანონო ბრალდება მოისმინებს, მათ შორის ხელფასების უმიზეზოდ ჩამოჭრასთან დაკავშირებით.