მიხეილ სააკაშვილი: ფასი, რომელსაც საქართველო გადაიხდის ერთი და იგივეა!
ჩვენ ვიბრძოლეთ, დაგვემკვიდრებინა ტერმინი "ოკუპაცია", ჩვენ მოვკალით აღიარების პროცესი. აღნიშნული განცხადება ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერი "აფხაზი ერის თვითგამორკვევის შესახებ" გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და ასევე დასძინა, რომ პრემიერმა "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი ბრძოლა "ერთი ხელის მოსმით ჩამოანგრია".
"ფასი ერთი და იგივეა, რომელსაც გადაიხდის საქართველო. ძალიან ბევრი მმართველი თავისი სიბრიყვით, უვიცობით, ბოღმით აკეთებდა რაღაცეებს და შეიძლება შეგნებულად არ უნდოდა, მაგრამ ამით არ იცვლება სიტუაცია.
ჩვენ ვიბრძოლეთ, დაგვემკვიდრებინა ტერმინი "ოკუპაცია", ჩვენ მოვკალით აღიარების პროცესი. ჩვენ მოვიგეთ ერთი დიდი პროცესი სტრასბურგში და ახლა მოგებული გვაქვს მეორე დიდი პროცესი ჰააგაში. ყველაფერი ერთი ხელისგაკვრით ჩამოინგრა პრემიერის თვითგამორკვევის განცხადებით,"- განაცხადა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას.