უკრაინის ოპოზიცია არჩევნების შედეგებს აპროტესტებს
საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ათასობით უკრაინელია კიევის ცენტრშია შეკრებილი. ისინი არჩვნებზე მომხდარ თაღლითობებს აპროტესტებენ. ოპოზიციის ლიდერები კი აპირებენ არ სცნონ საკანონმდებლო ხელისუფლება.
ტიმოშენკოს პარტიის განცხადებით, ახალი პარლამენტი შრომის უნარს მოკლებული იქნება, სანამ საარჩევნო პროცესების ფალსიფიკაცია არ დამთვრდება. საპროტესტო აქციებს ოპოზიციური პარტიები "სვაბოდა" და მოკრივე ვიტალი კლიჩკოს პარტია "უდარ" უერთდებიან. მათი თქმით, არჩევნების მასშტაბურად გაყალბდა რეგიონებში.
ევროკავშირის ტოპდიპლომატი კეტრინ ეშტონი და რწმუნებული შტეფან ფულე მღელვარებას გამოხატავენ არჩევნების შედეგების თაობაზე.
OშჩE-ს დამკვირვებლების თქმით, უკრაინის არჩევნები ამ ქვეყნისთვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. მათი თქმით, ქვეყანა 2004 წლის "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით დემოკრატიულად გამოიყურებოდა.