სანდრო ბრეგაძე:- "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სურვილი შექმნას ერთგვარი კოალიცია და კეთროვანის იმიჯი, რომელიც მას ახლა აქვს, ერთგვარად ჩამოირეცხოს"

სანდრო ბრეგაძე:- "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სურვილი შექმნას ერთგვარი კოალიცია და კეთროვანის იმიჯი, რომელიც მას ახლა აქვს, ერთგვარად ჩამოირეცხოს"

   ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე "ივერიონი" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს, სანდრო ბრეგაძეს გაესაუბრა.

 

 

-"ნაციონალურმა მოძრაობამ" უკვე დააანონსა აქცია 15 ნოემბერს, ასევე მობილიზაცია გამოაცხადა "თავისუფალმა თაობამ", ხომ არ გვემუქრება სამოქალაქო დაპირისპირება?

 

-პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ერთი რამ, დღეს ქართულ სახელმწიფოს საკმარისი ძალები გააჩნია და ხელისუფლებაც საკმაოდ ძლიერია  იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა და ქაოსი არ დაუშვას. მე ვფიქრობ, რომ არეულობის და ქაოსიის პროვოცირება ვისაც არ უნდა სურდეს, ეს არ გამოუვათ, თუმცა რაც შეეხება იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" რაღაცას გეგმავს, ეს ჩემი ღრმა რწმენით რეალობასთან ახლოს დგას, მე გაგახსენებთ შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერვიუს, სადაც მან ერთი თვის წინა ბრძანა-არსებობს ოპერატიული ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მათთან დაახლოებული გარკვეული ძალები გეგმავენ ქვეყანაში მაშტაბური ქაოსის დანერგვას, მე პირველ რიგში მჯერა ჭიკაიძის განცახდების და მეორეს მხრივ ეს ლოგიკურიცა, იმიტომ რომ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი ამოცანაა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მათ მშვენივრად იციან, რომ არჩევნების გზით ეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია და რა თქმა უნდა  რჩებათ ერთი გზა-არეულობის გზით რევანშის აღება და ხელისუფლებაში დაბრუნება, ამიტომ  მცდელობები იქნება, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, რაიმე ტიპის მასობრივ არეულობას ხელისუფლება არ დაუშვებს. ერთი არის რომ არ დაუშვებს და მეორე  ის, რომ  რომ ხელისუფლებას აქვს საკმაო ძალები იმისთვის, რომ ქვეყანაში არ დაუშვას არეულობა, რაც არ უნდა დიდი სურვილი ჰქონდეს ამისი "ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა "ნაცონალურ მოძრაობას" აქვს თავისი გეგმები და მათი გეგმის პირველი ნაწილი ჩემი ინფორმაციით, არის ის, რომ საზოგადოებას ანახონ რომ ისინი აღარ არიან პოლიტიკური კეთროვანები. თქვენ იცით, რომ ყველა პოლიტიკური ოპოზიციური ძალა თავს იკავებდა დღემდე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთირთობისგან და მათთვის ერთგვარად სამარცხვინოც კი იყო  "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობა,15 ნოემბრის აქციაზე მთავარი და გადამწყვეტი არის ის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაჩინოს, რომ მარტო არ არის.

 

-"ნაციონალური მოძრაობა" დამნაშავე რეჟიმად იქნა ცნობილი, რისი იმედი აქვთ მოძრაობის ლიდერებს, გავა კი ხალხი  მათ აქციაზე?

 

-რა თქმა უნდა მათ აქციაზე ხალხი არ გავა, მაგრამ მათ აქვთ პარტიული რესურსი  და გავლენ ის ადამიანები, რომლებიც "ნაცონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გარკვეულ თანამდებობეს იკავებდნენ, მათი ოჯახის წევრები და ის ადმინისტრაციული რესურსი, რომელიც მათ თავის დორზე ჰქონდათ. ეს არ ქნება დიდი რაოდენობა, ალბათ მთლიანად საქართველოს მასშტაბით მოაგროვებენ 5000 კაცს, მეტს ვერა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარი მიზანი არ არის 15 ნოემბრის აქციაზე აჩვენოს თავისი მრავალრიცხოვანი ძალა ან დაიწყოს არეულობა, ისინი 15-ში არ გეგმავენ არეულობის დაწყებას, 15-ში მათ უნდა გამოაჩინონ, რომ ისინი კეთროვანები არ არიან და მათ მხარს უჭერენ გარკვეული პოლიტკური ჯგუფები, ეს პოლიტიკური ჯგუფები იქნებიან მათი სატელიტი პოლიტკური პარტიები, რომლებიც იყვნენ ნაციონალებთან მაშინ, როცა ისინი ხელისუფლების სათავეში იყვნენ და დღესაც ისინი იკვბებებიან "ნაციონალური მოძრაობისგან".

  "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს სურვილი შექმნას ერთგვარი კოალიცია, რომელი კოალიციაც უფრო მომხიბვლელი იქნება, ვიდრე ცალკე აღებული "ნაციონალური მოძრაობა" და თავისი კეთროვანის იმიჯი, რომელიც მას აქვთ, ერთგვარად ჩამოირეცხოს, ეს არის ამ ეტაპზე მათი მთავარი მიზანი.

 

-ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ არეულობა პეკინდან დაწყებაო, 15 ნოემბერი ხომ არ იქცევა დაპირისპირების დასაწყისად?

 

-15 ნოემბერი იქნება ერთგვარი მოსამზადეელი სატესტო აქცია, უფრო მეტად ისინი გათვალს აკეთებენ 23 ნოემბრისთვის, თქვენ კარგად იცით 23 ნოემბერს არის ვარდების რევოლუციის წლისთავი, აი მაშინ შეეცდებიანი მცირე პროვოკაციები მოაწყონ, რომელიც მათი ღრმა რწმენით უნდა გადაზარდონ რაღაც არეულობაში და ამით მსოფლიო საზოგადოებას აჩვენონ, რომ საქართველოში დემოკრატიულ პრინციპები ირღვევა, მოდით მე პირდაპირ გეტყვით, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს თავის მომხრეები, რომლებიც ექსტრემისტულად არიან განწყობილი და ისინი არც მალავენ, რომ მზად არიან ნებისმიერი ხერხით იმოქმედონ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

 

-"ნაციონალური მოძრაობის"დაანონსებულ აქციას მოჰყვა გამოხმაურება "თავისუფალი თაობის" მხრიდანაც, ისინი ამბობენ, რომ მათი ორგანიცაზია კაზარმულ რეჟიმზე გადავიდა და არ მისცემენ "ნაციონალურ მოძრაობას" რევანშის საშუალებას, თქვენც აღნიშნეთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს თავის მომხრეები, რომლებიც ექსტრემისტულად არიან განწყობილი და ისინი არც მალავენ, რომ მზად არიან ნებისმიერი ხერხით იმოქმედონ, რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, სწორედ ამიტომ გეკითხებით, ამ ფონზე ხომ არ შეიძლება რაიმე დაპირისპირება მოხდეს?

 

-არამგონია რაიმე სერიოზული დაპირისპირება მოხდეს, განვმეორდები და ვიტყვი, რომ ქვეყნის სტაბილურობის უზრუნველყოფა ეს  არის ხელისუფლების ამოცანა და ხელისუფლებას გააჩნია იმის საკმარისი ძალები, რომ მან უზრუნველყოს სტაბილურობა. რაც შეეხება აქციას, აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს ამ ქვეყანაზე, თუმცა ერთი არის, რომ კანონიერი უფლება აქვს და მეორე არის მორლური, რა თქმა უნდა "ნაციონალურ  მოძრაობას" აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით მორალური უფლება არ აქვს, რომ აქცია ჩაატაროს. კიდევ ვიმეორებ, კანონით იურიდუილი უფლება აქვს, მაგრამ მორალურად არა, რადგან სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" გახლავთ ის ძალა, რომელმაც კოდორის ხეობა უბრძოლველად ჩააბარა მტერს და რომ არა მათი გაუაზრებელი მოქმედებები, მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ სავალალო სიტუაციას, როგორც ცხინვალის, ასევ აფხაზეთის რეგიონში არ მივიღებდით, ამიტომ მორალურად მათ არ აქვთ უფლება გამართონ მსგავსი საპროტესტო აქცია, თუმცა იურიდიულად ვერც ერთ ძალას ხელს ვერ შეუშლის კანონი, რომ აქცია გამართოს.

 

-იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები და თქვენ თუ ხედავთ ახალ, რეალურ ძალას?

 

-ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანაა საქართველოში გაძლიერდეს პოლიტიკურ ოპოზიცია, არა რევანშისტური ოპოზიცია, მოდით პირდაპირ ვთქვათ "ნაციონალური მოძრაობა" ეს არის რევანშისტული ოპოზიცია. ოპოზიციასაც რომ ვუწოდებთ ესეც უხერხულია, შეიძლება მათ სხვა რამეც ვუწოდოთ- ექსტრემისტული ძალა, რაც შეეხება ჭეშმარიტ  ოპოზიციას, ის უნდა არსებობდეს, უნდა არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და მისი განვითარება აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, თუ არ არსებობს ქვეყანაში ძლიერი ოპოზიცია, მაშინ არ არსბეობს ქვეყანაში ძლიერი დემოკრატია! 2012 წელს "ნაციონალებმა" მაინც მოახერხეს და გააყალბეს არჩევნები და სხვა ოპოზიციურ პარტიებს დააკლეს ხმები და ამის შედეგად დღეს ჩვენ პარლამენტში გვყავს "ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთ ოპოზიციურ ძალად წარმოდგენილი, რათქმაუნდა ეს არ არის ნორმალური სიტუაცია, მაგრამ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ გარკვეულ კონსტიტუციურ ვადებს, რომელ კონსტიტუციურ ვადებშიც უნდა ჩავეტიოთ, რომ ხელისუფლების წყვეტა რა მოხდეს. ვადამდელი თუ უვადო არჩევნებით, "ნაციონალურ მოძრაობას"  ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი არ აქვთ. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 2 წლის შემდეგ ჩატარდება "ნაციონალური მოძრაობის" საბოლოო კრახი გარანტირებულია.

 

-ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციას და არასამთავრობოებს მიმართა და აქციაში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა, თქვენი აზრით რომელი პოლიტიკური პარტია ან არასმათავრობო ორგანიზაცია შეიძლება დათანმხდეს მათთან ერათად აქციაში მონაწლეობას?

 

-ვისაც იყიდიან და ვინც გაიყიდება ისინი, აქ სერიოზულ თანხებზეა საუბარი. მოდით დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და თქვენ თვითონაც დაინახავთ ვინ შეუერთდება...

 

-თქვენი აზრით, იმატა ქვეყანაში კრიმინალმა თუ როგორც ამბობენ ახლა ფართო გაშუქება ხდება და კიდევ ერთი თემა, რომელიც დღეს საზოგადოების აქტიური განსჯის საგანი გახდა- ძალადობა ქალზე. არია თუ არ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირში და არის თუ არა აქ მთავრობის მოდუნების სურათი?

 

-უკაცრავად, მაგრამ რომელიღაც ოჯახში თუ ლოთი ქმარი თავის ცოლს გალახავს, ეს ხელისუფლების ბრალი ნამდვილდ არ არის, თავისთავად ასეთი ფაქტები ამაზრზენია და არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ხდებოდა ადრეც, უბრალოდ არ შუქდებოდა. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ ხელისუფლება ნამდვილად ვერ მოახერხებს იმას, რომ ყველა ოჯახში საპატრულო ეკიპაჟი დააყენოს, რომ ქმარმა ცოლი არ გალახოს!

 

-ბატონო სანდრო, ბაჩანა ახალაიას სასამართლო დასრულდა და მას მოსამართლემ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სწორად მიგაჩნაათ გამოტანილი განაჩენი?

 

-იცით, მე საერთოდ არასოდეს ჩემი ცხოვრების განმავლობაში პიროვნებებზე არ გადამაქვს ხოლმე აქცენტი და ამ შემთხვევაშიც არ  შევუდგები სასამართლოს განაჩენის რევიზიას, უბრალდო მე შემიძლია თვალნათლივ გითხრათ ის, რომ ჩემი ღრმა რწმენით დამნაშავე იგივე ახალაიების შექმნაში არის ის რეჟიმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ჩამოაყალიბა.

 

-და მაშინ რატომ არ სამართლდება ეს დამნაშავე სისტემა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან და რატომ აკეთებს ამას ხალხი თვითნებურად, რომ არა კოჰაბიტაცია, არამგონია მათ ამდენის თქმის საშუალება მისცემოდათ.

 

-მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ დროის გასვლის შემდეგ შესაძლებელია დაისვას საკითხი იმ რეჟიმის გასამართლებაზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში არსებობდა, რაც შეეხება ხელისუფლებას, ხელისუფლებამ არ უნდა გაასამართლოს რეჟიმი, რეჟიმი უნდა გაასამართლოს შესაბამისმა ორგანოებმა, არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, ეს "ქართული ოცნება" იქნება თუ ნებისმიერი სხვა, არ აქვს ვინმეს გასამართლების უფლება. შესაბამისი ორგანოები ადრე თუ გვიან მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ის რეჟიმი, რომელიც არსებობდა 9 წლის განმავლობაში, იყო დმანაშავე რეჟიმი, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც მათ რეჟიმს ემსახურებოდნენ იყო მათი პროდუქტი, ამის ერთ-ერთი მანიშნებელი არის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ  სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, ბევრი პოლიტიკოსი გამოდიოდა და იძახდა, რატომ არ აღძრავთ საქმეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგო, ამ  ყველაფერს სჭირდება დრო. წინა ხელისუფლება ადამიანს ჯერ აპატიმრებდა, შემდეგ  ზრუნავდა იმისათვის, რომ მისთვის დანაშაული დაემტკიცებინა და ხშირ შემთხვევაში ადამიანებს აიძულებდნენ დანაშაული ეღიარებინათ და უსამართლოდ ასამართლებდენ, ამიტომ ყველაფერს სჭრიდება დრო.

 

-რამდენად სწორად მიგაჩნიათ ის ფაქტი, რომ თბილისსა და რეგიონებში სამსახურეობრივად დაწინაურებას იღებენ და უკეთეს სავარძლებსა თუ სამასახურებში სწორედ ის ადამიანები ინაცვლებენ, რომლებიც 2012 წლის არჩევნებში "ქართულ ოცნებას", მის მხარდამჭერებს და აქტივსტებს თავს ესხმოდნენ, ქვებს ესროდნენ და აყენებდნენ ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო ვინც ოცნების ნამდვილი ქომაგი იყო და თავს სწირავდა, ეს იყო ჟურნალისტები თუ უბრალოდ აქტივისტები, გვერდზე დარჩნენ და როგორც თავად ამბობენ, "ოცნებამ" მათ ზურგი აქცია.

 

-პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ინფო 9-ის და ტვ 9 ჟურნალისტები და კიდევ სხვა საინფორმაციო საშუალებების ჟურნალისტები, რომლებიც იბრძოდნენ სიმართლისთვის და თავიანთი სიცოცხლის და ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასად აშუქებდნენ სიმართლეს, ჩემთვის არიან გმირები და დასაფასებლები, რაც შეეხება წინაურდებიან თუ არა ის ადამიანები, ვინც მათ ებრძოდნენ, მე პირადად არ ვიცი, თუკი ერთი ფაქტი მაინც არსებობს ისეთი, რომ დაწინაურდა ვინმე ის ჟურნალისტი ან ის ადამიანი, ვინც მათ ებრძოდა, მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ისინი დაითხოვონ სამსახურიდან, მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ასეთმა ადამიანებმა დატოვონ სახელმწიფო სტრუქტურა და დაკავებული თანამდებობა, მე პირდაპ გეტყვით ჩემს პოზიიცას- ბიბლიაში წერია, რომ სავლე გადაიქცა პავლედ, სავლე, რომელიც იყო ყველაზე ცუდი ადამიანი, ის გადაიცა მოციქულ პავლდე, ქრისტეს მოწაფედ და გახდა წმინდა ადამიანი, მაგრამ მე ჯერ ჯერობით არ  მინახავს და თუ ვნახავ, ბედნიერი ვიქნები, რომ სავლეები პავლეებად გადაქცეულიყვნენ, ამით მემგონი ამომწურავად გავეცი პასუხი თქვენს კითხვას.

 

-და ბოლოს, როგორია უახლოეს ორი წლის თქვენეული პროგნოზი?

 

-იცით რაშია საქმე, ეს ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ეს პირველ რიგში დამოკიდებულია საერთაშორისო სიტუაციაზე. აქედან გამომდინარე ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო პოლიტიკაზე, თუ როგორი პოლიტიკა იქნება ჩვენს სამეზობლოში. მე შემიძლია ვიმედოვნო, რომ რაღაც გლობალური კონფლიქტები არ იქნება სუპერ სახელმწიფოებს შორის და საქართველო თავს აარიდებს რაღაც სერიოზულ კატაკლიზმებში ყოფნას, შემიძლია გითხრათ, რომ მომავლ წელს იგეგმება სერიოზული ეკონომიკური აღმშენებლობის დაწყება, რომელიც ფაქტობრივად გეგმის სახით არის ჩამოყალიბებული, მოდით პირდაპირ ვთქვათ, "ქართულმა ოცნებამ" პირველი ორი წელი მოანდომა ქვეყანაში დემოკრატიის აშენებას, სასამართლო ხელისუფლების ზეწოლისგან თავიდან ბოლომდე განთავისუფლდა, სატელევიზიო საშუალებები და მასმედიის საშუალებები თავიდან ბოლომდე გათავისუფლებული არიან პოლიტიკური  ზეწოლისგან  და ისინი ხლეისუფლებასთან არანაირ კავშირში არ არიან, პატიმრების წამება აღარ არის, არ არის განსხვავებული აზრის მქონე ადამინების დევნა და რაც ყველაზე მთავარია- ჩატარდა ორი არჩევნები, რომელი არჩევნებიც დემოკრატიის თვალსაზრისით იყო სამაგალითო და ვერავინ, თვით "ნაციონალურმა მოძრაობამაც" კი ვერ თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. ეს საკმაოდ დდი მიღწევაა, მეროე ეტაპი უნდა იყოს ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, რომელიც არის მომდევნო ორ წელიწადში ხელისუფლების მთავარი ამოცანა. 

 

 

თაზო ბენიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: