14 წლის გიორგი კეპულაძის ოჯახი შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს
გიორგი რამდენიმე თვის წინ ავარიაში მოხვდა, ავარიის შედეგად მან თავის არეში მძიმე დაზიანება მიიღო, კეპულაძის ოჯახი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვს, ახალგაზრდას დაზიანებული აქვს ხერხემალი, ექიმები ცდილობენ შეუნარჩუნონ მარჯვენა ფეხი, ავტოსაგზაო შემთხვევამ ახალგაზრდას მძიმე დაზიანებები მიაყენა, ტვინის დაზიანების შედეგად დაემართა ეპილეფსიაც.
ოჯახის ინფორმაციით მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
გიორგი კეპულაძე წარმატებული რაგბისტი იყო, თამაშობდა ეროვნულ ნაკრებში.
რამდენიმე დღეში გიორგის დასახმარებლად იგეგმება საქველმოქმედო აქცია.
გიორგის დასახმარებლად საქართველოს ბანკში გახსნილია ანგარიში:
GE41BG0000000857705500
გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ერთად დავეხმაროთ წარმატებულ სპორტსმენს, გიორგის ჩვენი დახმარება ახლა ძალიან სჭირდება.
დავით ცხვარაძე