ვის აწყობს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა?

ვის აწყობს აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა?

   "აფხაზეთის რკინიგზის როგორც სომხეთისა და ევრაზიული კავშირის საზღვრების დამაკავშირებელი კომუნიკაციის აღდგენის საკითხი განიხილება", - განაცხადა "ტერტ"-ის კორესპონდენტთან საუბარში სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა კარენ ჩშმარიტიანმა. "ეს საკითხი განხილვის პროცესშია და ჩვენ მისი გახსნის მომხრენი ვართ", - აღნიშნა მან და დაამატა, რომ სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების გამო რკინიგზით დაინტერესება კიდევ უფრო გაიზარდა როგორც სომხეთის, ასევე რუსეთის მხრიდან.

  სომეხ პოლიტოლოგთა კავშირის თავმჯდომარე ამაიკ ოვანისიანი თვლის, რომ ტრანსკავკასიური რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღსადგენად რეალური შესაძლებლობა არსებობს, რომელიც განპირობებულია არა მარტო სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით, არამედ საქართველოს, აფხაზეთისა და რუსეთის ინტერესებით. 

ამაიკ ოვანისიანის თქმით, ცხადია, პროგრამის რეალიზებისათვის მნიშვნელოვანი ინვესტიციებია საჭირო, რამდენადაც რკინიგზის ინფრასტრუქტურა დიდ მანძილზე ფაქტიურად დანგრეულია. "ამასთან, ახალი პირობების გათვალისწინებით, რაც სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით გამოიხატება, რუსეთმა რკინიგზის ასამუშავებლად რესურსები და საშუალებები აუცილებლად უნდა გამონახოს. მიმაჩნია, რომ რუსეთი როგორც ზესახელმწიფო, თავის სამხედრო-პოლიტიკურ და სამხედრო-ეკონომიკურ ინტერესებს ჩვენს რეგიონში შეინარჩუნებს. ასე რომ, მე ერთმნიშვნელოვნად მხარს ვუჭერ იმ მოსაზრებას, რომ რკინიგზის ამოქმედების შესაძლებლობა რეალურია".

რაც შეეხება მეზობელ საქართველოს, პოლიტოლოგის აზრით, თბილისიც უნდა იყოს დაინტერესებული, რადგან რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენა ახალ შესაძლებლობებს აჩენს: "ეს რკინიგზა საქართველოს დააკავშირებს აფხაზეთთან და რუსეთთან, ხოლო სომხეთს - თავის სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთთან".

 

"ტერტი" (სომხეთი), 26 ოქტომბერი, 2014 წელი

http://www.tert.am/ru/news/2014/10/26/armenia-karen-hmayak/

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: