შეუერთდება თუ არა "რეფორმატორები" "ნაციონალური მოძრაობის" აქცია და რაში ადანაშაულებს ირაკლი ღლონტი ხელისუფლებას?

შეუერთდება თუ არა "რეფორმატორები" "ნაციონალური მოძრაობის" აქცია და რაში ადანაშაულებს  ირაკლი ღლონტი ხელისუფლებას?

   ირაკლი ღლონტი:- "თუ გაგრძელდება ქუჩის დაპირისპირებები და ცემა-ტყეპა, მოგვიწევს შევეგუოთ აზრს, რომ საქართველო ათწლეულებით დაემშვიდობება ნანატრ ურთიერთობებს"

 

   15 ნოემბერს დაანონსებულ ნაციონალების აციასთან დაკავშირებით "ივერიონი"პარტია "რეფორამტორების" ლიდერს ირაკლ ღლონს დაუკავშირდა

 

- "ნაციონალურმა მოძრაობამ" 15 ნოემბერს აქცია დააანონსა, მათი ანონსიდან რამდენიმე სათში კი "თავისუფალი თაობის" ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომ მათი ორგანიზაცია 7 ნოემბრიდან გადადის კაზარმულ რეჟიმზე და ისინი არ მისცემენ "ნაციონალურ მოძრაობას" რევანში საშუალებას, როგორ ფიქრობთ, ხომ არ მოხდება სამოქალაქო დაპირისპირება?

 

-მე ამ მოწოდებას ვერ დავარქმევდი რევანშის პრევენციას, თავად ეს განცხადება უკვე რევანშისტული ხასიათის მატარებელია  და რა თქმა უნდა არაერთი ქვეყნის ინტერესში შედის საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა. მე ვწუხვარ იმაზე, რომ ჩვენ ტოტალური უმუშევრობის და სიდუხჭირის ფონზე მივიღეთ სამოქალაქო მღელვარება, რომელმაც ქუჩაში გადაინაცვლა და ნელა-ნელა ვემსგავსებით კარგად დავიწყებულ წარსულს ! მე ამაში ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე მოქმედ დროებით ხელისუფლებას ვადანაშაულებ. 

   თუ გაგრძელდება ქუჩის დაპირისპირებები და ცემა-ტყეპა, მოგვიწევს შევეგუოთ აზრს, რომ საქართველო ათწლეულებით დაემშვიდობება ნანატრ ურთიერთობებს იმ ოჯახში, რომელსაც ევროპული ოჯახი ჰქვია. 

 

-როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი არასაპარლამენტო ოპოზიციაც უერთდება           "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას, თქვენც ხომ არ შედიხართ მათ სიაში?

 

-რამდენიმე ჟურნალისტი და ტელევიზია დაინტერესდა თემით, უერთდება თუ რა 15 ნოემბრის აქციას ირაკლი ღლონტი და ,,რეფორმატორები"", როგორც პროდასავლური პლატფორმისა და ღირებულებების მატარებელი პოლიტიკური ძალა. მე მათ ავუხსენი და თქვენც გატყობინებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის არაადექვატური, მომეტებული საფრთხის მატარებელი განცხადების შემდეგ, ჩვენ ვგეგმავდით აქციის ორგანიზებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეწყვეტილიყო უპასუხისმგებლო და ავისმომასწავებელი პოლიტიკური განცხადებების კეთება დროებითი ხელისუფლების მესვეურთა მიერ, რომ პაატა ზაქარეიშვილისათვის გვეთქვა-აფხაზეთში მიწების რუსებისათვის მიყიდვა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებას, გუშინ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არის დაივიწყოს 2008 წლის ომი და დღეს  ვრცელდება ინფორმაცია, რომ შს მინისტრი ჭიკაიძე მზად არის მხარი დაუჭიროს რუსეთთან ახალი, სუფთა ფურცლით ურთიერთობის დაწყებას, რასაც ვერაფრით ვერ ვეგუები, რადგან საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ 1483 წელს დაიწყო და რომ დავივიწყოთ ადრინდელი ისტორია, ვერაფრით ვერ დავივიწყებთ სწორედ 2008 წლის ომს, სადაც ჩემი თაობა იბრძოდა. 

   როგორც მოგეხსენებათ ოკუპირებული აფხაზეთის ახალი "პრეზიდენტი" ხაჯიმბა შეხვდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. შეხვედრის საგანს წარმოადგენდა აფხაზეთსა და რუსეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" ხელშეკრულების პროექტი, რომლის მიზანია ამ ორი სახელმწიფოს ინტეგრაციის დაჩქარება და მაღალ დონეზე აყვანა. ხელშეკრულება, როგორც დაგეგმილია წლის ბოლომდე უნდა დაიდოს, რომელიც ასევე გულისხმობს ერთიანი ჯარების შექმნას. ამის გაგრძელება იქნება რუსეთსა და აფხაზეთს შორის საზღვრის გახსნა, რაც გამოიწვევს ფსოუზე სასაზღვრო კონტროლის გაუქმებას და რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადმოტანას მდინარე ენგურზე.

   ძალიან მაღელვებს ეს ყველაფერი, რაც ცალსახად წარმოადგენს აფხაზეთის ანექსიას და გამოვხატავ სრულ მზადყოფნას საქართველოს ინტერესების, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად.

   ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალიასხმევას, ყველა პოლიტიკური გაერთიანების კონსოლიდაციას ეროვნული ინტერესის გარშემო. დღეს მნიშვნელობა არა აქვს ვინ, რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, დღეს ყველამ უნდა დაივიწყოს ერთმანეთთან ნიშნის მოგებითა და კომპრომატებით საუბარი და ყველასთვის ნომერ პირველი საკითხი უნდა გახდეს აფხაზეთის ანექსიის საფრთხე. უნდა მოხდეს სრულიად სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება ამ საკითხის გარშემო და მოსახლეობის პროცესებში ჩართულობის მაქსიმიზაცია!

   აქვე აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ჩაშლამდე მიყვანილ უშიშროების საბჭოს სხდომის საკითხს, და მინდა მოვუწოდო მთავრობას, მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ მინისტრს: დროა დაივიწყოთ პირადი ამბიციები და იმოქმედოთ სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად !

   რაც შეეხება მთავარ შეკითხვას მიიღებს თუ არა ,,რეფორმატორები"" მონაწილეობას 15 ნოემბრის საპროტესტო აქციაში გიპასუხებთ, რომ  გადაწყვეტილი მაქვს მოვიწვიო პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც ობიექტური მიზეზების გამო განვიხილავთ აქციაში მონაწილეობა-არმონაწილეობის საკითხს, ამასთან ერთად სხდომის დღის წესრიგში ჩანიშნული გვაქვს აქციის დამოუკიდებლად ორგანიზების საკითხი. 

 

თაზო ბენიძე

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: