მანანა კობახიძე: სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობის" დროს მოხდა ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება!
რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ყველას აქვს მშვიდობიანად შეკრების უფლება, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია შინაარსი, რომელსაც დაგეგმილი აქცია ატარებს. აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძე აკეთებს.
"რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ყველას აქვს მშვიდობიანად შეკრების უფლება, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია შინაარსი, რომელსაც დაგეგმილი აქცია ატარებს. ხელისუფლება ყოვედღიურ რეჟიმში მუშაობს სწორედ იმ მიმართულებით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იყოს დაცული და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის ქმედება იყოს საერთაშორისო განხილვის თემა. არ მგონია, რომ ეს პროტესტი სახელმწიფოსა და ხელისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული. გაუგებარია მათი ეს ქმედება. ჩემი აზრით, სწორედ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვერ ააცილა ქვეყანას პროვოკაცია, მოხდა ოკუპაცია და ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება. გაუგებარია, დღეს ვის უცხადებენ ისინი პროტესტს, როდესაც სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ აქვს ხალხს და საზოგადოებას პროტესტი, რომელთაც მათი რეჟიმის წნეხი იწვნიეს", - განაცხადა მანანა კობახიძემ.