ირაკლი ღარიბაშვილი:-"ბევრ რამეს არ აჩვენებენ ტელევიზიებში, არ უხარიათ და იმიტომ!"
ამ წუთებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მუშაობის 2 წლის შედეგების თაობაზე ანგარიშს წარადგენს. ანგარიშის წარდგენას მთავრობის წევრები და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ესწრებიან.
პრემიერმა ხაზი გაუსვა ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს და "სოლიდარობის ფონდის" შექმნის იდეის წარმატებით განხორციელებას. ირაკლი ღარიბაშვილმა ყველას, ვისაც საკუთარი წვლილი შეაქვს ამ ფონდის მუშაობაში მადლობა გადაუხადა.
პრემიერმა ისაუბრა დანაპირების შესრულებაზე პენსიების გაზრდის კუთხით.
-"ჩვენ პენსია გავზარდეთ და გავხადეთ 150 ლარი, გავაორმაგეთ სოციალური და დევნილთა დახმარება ჩვენი ასიათასობით დევნილი ცხოვრობდა უაღსესად უკიდურეს მდგომარეობაში, დღეს კი ათიათასზე მეტი დევნილი უზრუნველყოფილია საცხოვრებელი ფართით და ასევე 1 ლარად დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი ბევრ დევნილს. სახელმწიფომ დემოგრაფიული განვითარების თვალსაზრისით დააკანონა დახმარება ყოველ მესამე შვილზე და სტიმული მისცა ახალგაზრდა ოჯახებს. დიდი ძვრები მოხდა განათლების სისტემაში უკვე მეორე წელია სახელმწიფო უფასოდ არიგებს სასწავლო წიგნებს და იმ რეგიონებში, სადაც სკოლებთან მისვლა პრობლემას წარმოადგენდა, სახელმწიფომ მოსწავლეები ტრანსპორტით უზრუნველყო გარდა ამისა, თბილისში დავიწყეთ რეგიონებიდან ჩამოსული ნიჭიერი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობა, ასეთი საცხოვრებელი აშენდება ზუგდიდსა და ქუთაისში, ჩვენ შევქმენით განათლების საერთაშირისო ცენტრი და ვაფინანსებთ იმ სტუდენტებს, რომლებიც საზღვარგარეთ იღებენ განათლებას, ისინი ჩამოვლენ საქართველოში და თავიანთ ცოდნა-გამოცდილებას ქვეყანას მოახმარენ"
პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ გამოთქვა გულისწყრომა იმასთან დაკავშირებით, რომ ტელევიზიებში არ შუქდება მიღწევები
-"ბევრ რამეს არ აჩვენებენ ტელევიზიებში, არ უხარიათ და იმიტომ, მაგრამ ხალხმა იცის და აფასებს ჩვენს მუშაობას".
მისი თქმით დღეს ბიზნესი მთლიანად გათავისუფლებულია პოლიტიკური წნეხისგან და ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი ბიზნეს-სუბიექტი გააქტიურდა, რაც განპირობებულია თავისუფალი ეკონომიკური გარემოს გაძლიერებით.
-"ჩვენ განვითარების საშუალება მივეცით კერძო სექტორს და ვაძლევთ სტიმულს ბიზნესმენებს, საქართველოს აქვს პოტენციალი აქვე ვაწარმოოთ პროდუქცია და არ შემოვიტანოთ ყველაფერი გარედან. ჩვენ ხელს შევუწყობთ დამწყებ ბიზნესმენებს და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ჩვენი მიზანია სოფლად მცხოვრები ადამიანები გახდნენ უფრო ძლიერები! ჩვენ ვეხმარებით მცირემიწიან ფერმერებს, სოფელს ასეთი დახმარება, რაც ბოლო 2 წელია აქვს, ნამდვილად არ ახსოვს!"