ირაკლი ღარიბაშვილი:-"წინა მთავრობისგან განსხვავებით, ჩვენ ხალხს არ ვატყუებთ, ყოველთვის სიმართლეს გეუბნებით!"
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუშაობის 2 წლის შედეგების თაობაზე ანგარიშს წარდგენისას ხაზი გაუსვა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს და განაცხადა:
-"ჩვენს რეალობაში ყურძნის ფასი საკმაოდ გაიზარდა, ხალხმა თავისი შრომის შედეგად საკმაოდ დიდი თანხა აიღო და ოჯახებს გაუჩნდათ იმედი წელს პირველად სახელმწიფო ეხმარება ვაშლის წარმოებას და გაიცემა სუბსიდიები ჩვენ წელს ასევე დავაფინანსეთ და დავეხმარეთ სრულად მომხდარიყო ატმის რეალიზაცია, გაზრდილია თხილის ექსპორტი. საქართველოში ყველა რეგიონს აქვს იმაზე მეტი რესურსი, ვიდრე ადგილობრივ ბაზარს სჭირდება და შესაძლებელის ექსპოტრის განხორციელება ჩვენს გლეხებს პროდუქტი გააქვთ რუსეთის ბაზარზე, თუმცა ჩვენ უფრო დიდი გეგმები გვაქვს, ჩვენთვის გაიხსნა ევროპის ბაზარი და ეს საკმაოდ დიდი შედეგის მომტანი იქნება.
საქართველოში არანაირი პროექტი არ გაჩერებულა-გზებიც შენდება და ხიდებიც. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ჩვენ ხალხს არ ვატყუებთ, ყოველთვის სიმართლეს გეუბნებით! ავაშენეთ 15 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ გზებს და დავაგეთ ახალი გზები იქ, სადაც აქამდე გზა არ ყოფილა. 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ ერსებობდნენ სოფლები, სადაც არ იყო სინათლე და 25 სოფელში გავიყვანეთ ელექტროენერგია, შევამცირეთ ტარიფები, მცირედით, მაგრამ მოსახლეობამ ამით თანხა საკმაოდ დაზოგა ამუშავდა 7 ახალი ჰიდროელექტროსადგური, ვიცი, რომ საზოგადოებას საკმაოდ აღელვებს ჰიდროელექტროსადგურების თემა, მაგრამ გარწმუნებთ, არც ერთი პროექტი არ ხორციელდება გამოკვლევების გარეშე და რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი".