არსენ იაცენუკი: უახლოეს ხანებში კოალიციის ფორმირებას მოვახდენთ!
როგორც უკრაინის პრემიერმინისტრი არსენ იაცენუკის აცხადებს, უახლოეს მომავალში, პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს ბლოკთან კოალიციას შექმნის. განცხადება ამის შესახებ იაცენუკმა არჩევნების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"მე უკვე შევხვდი პრეზიდენტს და უახლოეს ხანებში კოალიციის ფორმირებას მოვახდენთ, რათა ახალმა მთავრობამ და პარლამენტმა შეძლონ საჭირო რეფორმების გატარება. ახალი კოალიციის საფუძველი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება იქნება. იმედი მაქვს, მთავრობის კაბინეტი პროფესიონალებისგან იქნება დაკომპლექტებული",-განაცხადა იაცენუკმა.
ცნობისათვის, უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დასრულდა.