პრემიერმა პოლიციელებს მადლობა გადაუხადა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუშაობის 2 წლის შედეგების თაობაზე ანგარიშს წარდგენისას პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა:
-"პოლიცია დღეს აღარ არის პოლიტიზირებული, დღეს ჩვენი პოლიცია ერთგულად ემსახურება ხალხს და სახელმწიფო ინტერესებს, ჩვენ გავაუქმეთ ისეთი სადამსჯელო სტრუქტურები, როგორიცაა სოდი და კუდი, გავანადგურეთ ფარული ჩანაწერები და ასეთი ფაქტი საქართველოში აღარასოდეს განმეორდება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვრის დაცვას. მე კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნები პოლიციელებს, რომლებიც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას და იცავენ ჩვენს სიმშვიდეს".