პრემიერმა აფხაზ ხალხს აფხაზური ენის დღე მიულოცა

პრემიერმა აფხაზ ხალხს აფხაზური ენის დღე მიულოცა

   პრემიერმა აფხაზ ხალხს აფხაზური ენის დღე მიულოცა და მიმართა აფხაზ და ოს მოსახლეობას:

 

   -"მინდა მივმართო აფხაზ და ოს ძმებს, ჩვენ ერთი მიწის შვილები ვართ, ჩვენ ერთი ტკივილი გვაერთიანებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ ევროპული პერსპექტივის საქართველოსთან ერთად შეძლებენ ისინი საკუთარი კულტურის და ტრადიციების დაცვას. თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი ჩვენს გარეშე და ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერი თქვენს გარეშე, თქვენს შეიძლება ჯერ კიდევ გაქვთ ნდობის პრობლემა, მაგრამ შეხედეთ ჩვენს მიერ განხორციელებულ საქმეებს, საქართველოს აქვს მომავალი და ეს მომავალი გვინდა მხოლოდ ერთად! გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოს ფარგლებში, გთავაზობთ ვიცხოვროთ ძმურად და მშვიდობიანად!"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: