ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენ ვმუშაობთ თითოეული მოქალაქისთვის, მათი ღირსებისა და თავისუფლებისთვის"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ჩვენ ვმუშაობთ  თითოეული მოქალაქისთვის, მათი ღირსებისა და თავისუფლებისთვის"

   პრემიერმა თავისი გამოსვლის ბოლოს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დღევანდელი ხელისუფლების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ადამიანი და ხელისუფლება იმოქმედებს მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

 

   -"დღეს ბევრ თემას შევეხე და კიდევ ბევრი დამრჩა სათქმელი, მაგრამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ ჩვენ ვმუშაობთ  თითოეული მოქალაქისთვის, მათი ღირსებისა და თავისუფლებისთვის, ამიტომ არასდროს დავსჯით განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს და მათ ახლობლებს, არ შევვარდებით ტელევიზიებში და არ დავსჯით ჟურნალისტებს მათი სიუჟეტების გამო, არასდროს მოხდება საპატიმროებში მსჯავრდებულების შეურაცხყოფა, ადგილი არ ექნება ბიზნესის ტერორს, არ შევქმნით სატელიტ ოპოზიციას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: