ელისო ჩაფიძე: წინასაარჩევნო დაპირებების დიდი ნაწილი შესრულებულია!
"წინასაარჩევნო დაპირებების 60-70 %-ის შესრულება მოვახერხეთ",- განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ გააკეთა.
მისივე თქმით,"ქართულმა ოცნებამ" ჯანდაცვის სფეროში უპრეცედენტო რეფორმა გაატარა, ეკონომიკური პრობლემების მოგვარება კი მთავარ გამოწვევად რჩება.
"ვგულისხმობ იმას, რომ ჯანდაცვის სფეროში გატარდა უპრეცედენტო რეფორმა, ისევე როგორც განათლების სფეროში. ჩვენს მთავარ გამოწვევად მომავალი ორი წლის განმავლობაში რჩება ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, სოციალური მდგომარეობის მოგვარება, რაც საკმაოდ რთულია",-განაცხადა ჩაფიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.