ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულს გირაო შეეფარდა
ლაშა მახარძის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ვლადიმერ ბერძენიშვილს საქალაო სასამართლომ გირაო 15 000 ლარი შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის სხდომათა დარბაზიდან გაათვისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ბერძენიშვილს ბრალად, დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
გამოძიების ინფორმაციით, ის მახარაძის მკვლელობის დღეს შემთვევის ადგილზე იმყოფებდა. მან, კუთვნილი ავტომანქანით ვაკში, აბაშიძის ქუჩაზე გიორგი ოქროპირიძე მიიყვანა,რომელმაც ცეცხლასაროლი იარღიდან ლაშა მახარაძეს ესროლა, ამის შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბერძენიშვილი 4 სექტემბერს დაკავეს.