გიორგი მარგველაშვილი: უკრაინა მის წინაშე არსებულ სირთულეებს გადალახავს!

გიორგი მარგველაშვილი: უკრაინა  მის წინაშე არსებულ სირთულეებს გადალახავს!

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინელ ხალხს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიულოცა და  აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი მის წინაშე არსებულ სირთულეებს გადალახავს.


  "გულითადად ვულოცავ უკრაინელ ხალხს  დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.  ვუსურვებ წარმატებებს ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

  საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინელი ხალხის ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება, სწრაფვა სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისა და უკეთესი მომავლისადმი. მტკიცედ მჯერა, რომ  გაერთიანებული ძალისხმევით, უკრაინა გადალახავს მის წინაშე არსებულ სირთულეებს.

    მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო და ვუსურვო ახალარჩეულ უმაღლეს რადას წარმატებული მოღვაწეობა ამ ურთულეს პერიოდში უკრაინელი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: