დავით სერგეენკო: სამუშაო პროცესი არ დასრულებულა, მიღწეული პროგრესი კვლავ გაგრძელდება!

დავით სერგეენკო: სამუშაო პროცესი არ დასრულებულა, მიღწეული პროგრესი კვლავ გაგრძელდება!

  "ის რაც საქარტველოს მთავრობამ ამ 2 წლის მანძილზე შეძლო დაუღალავი შრომის შედეგია", აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ჟურნალისტებთან თემის კმენტირებისას გააკეთა.

 
  მისი თქმით,პროგრესს, რომელსაც ამ 2 წლის მანძილზე მიაღწიეს კვლავ გაგრძელდება.


  "ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის მოხსენება იმ ორი წლის მიღწევების შესახებ, რისი განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ შეძლო. შემიძლია ვთქვა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც 2 წლის წინ იყო, არათუ მარტივი არ იყო შედეგის მიღწევა, არამედ დაუღალავი შრომა დასჭირდა, რომ თუნდაც ის მოკრძალებული მიღწევები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, რეალიზებული ყოფილიყო. დამერწმუნეთ, ეს იყო დაუღალავი შრომის ნაყოფი. პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი სამუშაო არ დასრულებულა და ის პროგრესი, რისი მიღწევაც შევძელით, აუცილებლად გაგრძელდება", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: