სოზარ სუბარი: სასამართლო თავისუფალია, სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია!

სოზარ სუბარი: სასამართლო თავისუფალია,  სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია!

  ოგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და როგორც უფლებადამცველი, მე შემიძლია, თამამად დავარქვა ამ ორ წელს, რომ ეს იყო ადამიანზე ორიენტირებული ორი წელი, ადამიანზე ზრუნვის, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პატივისცემის ორი წელი.აღნიშნული განცხადება 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სასტუმრო "რედისონში", ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

  "როგორც მთავრობის წევრი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და როგორც უფლებადამცველი, მე შემიძლია, თამამად დავარქვა ამ ორ წელს, რომ ეს იყო ადამიანზე ორიენტირებული ორი წელი, ადამიანზე ზრუნვის, ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების პატივისცემის ორი წელი. ამის ნათელი მაგალითები გვაქვს, მართლა არასდროს არ ყოფილა ასე გარანტირებული სიტყვის თავისუფლება, არასდროს არ ყოფილა სასამართლო ასეთი თავისუფალი. ვერ დაასახელებთ ქვეყანას, რომელმაც მოახერხა და ორ წელიწადში ჩაატარა ისეთი შთამბეჭდავი რეფორმა ჯანდაცვის სფეროში, როგორიც საქართველომ მოახერხა. იგივე გაკეთდა დევნილების მიმართულებითაც. პრაქტიკულად, 10 000-მდე ადამიანმა მიიღო საცხოვრებელი ორი წლის განმავლობაში. ასეთი მასშტაბური მშენებლობა არ განხორციელებულა წლების განმავლობაში. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ყველა იმ დევნილმა, რომელიც საცხოვრებლის უმწვავეს პრობლემას განიცდის და ყველაზე მძიმე პირობებში იმყოფება, უნდა მიიღოს ბინა", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: