პაატა დავითაია: ნებისმიერი პარტიის პოზიციას გავიზიარებ, ვინც ანექსიასთან დაკავშირებით კატეგორიულ პოზიციას დააფიქსირებს!
ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის პოზიციას გავიზიარებ, ვინც კატეგორიულად დააფიქსირებს პოზიციას ანექსიასთან დაკავშირებით. განცხადება ამის შესახებ, " საქარტველოს ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ გააკეთა.
მან ასევე განაცხადა, რომ 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციას, როგორც დევნილი მხარს უჭერს.
"ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის პოზიციას გავიზიარებ, ვინც კატეგორიულად დააფიქსირებს პოზიციას ანექსიასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ აფხაზთა კრების დამფუძნებლებიც, აქედან გამომდინარე, მივიღეთ მონაწილეობა და იქნება მსჯელობა ამ მიმართულებით, მაგრამ ჩემი პოზიცია მდგომარეობს იმაში, ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ორგანიზატორები არ ვართ, მაგრამ ჩვენ ამ აქციას, პირადად მე, როგორც დევნილი, ვუჭერ მხარს", - განაცხადა დავითაიამ.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციები დღეს დაიწყო.