დიმიტრი ლორთქიფანიძე:-"არ დავასახელებ იმ პარტიებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" გვერდზე დადგებიან, რადგან თვითონ პროცესი მოახდენს მათ ლუსტრაციას"
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 15 ნოემბერს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სხვა აქციაც იგეგმება, რომელიც 6 ნოემბერს გაიმართება. მისი თქმით "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება, იყოს ლიდერი იმ მოსაზრებაში, რომ ვინც ჩვენთან არ არის - არის ჩვენი მტერი!"
-"არ დავასახელებ იმ პარტიებს, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" გვერდზე დადგებიან, რადგან თვითონ პროცესი მოახდენს მათ ლუსტრაციას", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.