ალექსი პეტრიაშვილი: ჩვენ მათ საქართველოს შემადგენლობაში უმაღლესი ხარისხის ავტონომიას ვთავაზობთ!

ალექსი პეტრიაშვილი: ჩვენ მათ საქართველოს შემადგენლობაში უმაღლესი ხარისხის ავტონომიას ვთავაზობთ!

  აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთისთვის ავტონომიის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის  მიერ გაკეთებულ შეთავაზებას სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ეხმაურება.

 

  როგორც პეტრიაშვილმა განაცხადა ქართული მხარე მათ საქარტველოს შემადგენლობაში უმაღლესი ხარის ავტონომიას სთავაზობს.

  "ჩვენ ვთავაზობთ ყველა იმ კეთილდღეობას, რომელსაც მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები ინტეგრაციული პროცესებიდან და ჩვენ ვთავაზობთ, რა თქმა უნდა, იმ უმაღლესი ხარისხსი ავტონომიას, რომელიც მათ, შეიძლება, ჰქონდეთ საქართველოს შემადგენლობაში",-აცხადებს  პეტრიაშვილმა.

  ცნობისთვის, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზებს და ოსებს მიმართა და საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში ავტონომია შესთავაზა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა განცხადება 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: