ლევან ყიფიანმა მოადგილეები წარადგინა

ლევან ყიფიანმა მოადგილეები წარადგინა

უკვე ცნობილია სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეების ვინაობა. ამ  თანამდებობებს  ზურაბ აზმაიფარაშვილი, თამაზ თევზაძე, რატი ბრეგაძე და გია რაფავა დაიკავებენ.


ზურაბ აზმაიფარაშვილი ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატია. იყო ევროპის 2003 წლის ჩემპიონი, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ლიდერი, ფიდეს ვიცე პრეზიდენტი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და თანაპრეზიდენტი. იყო გარი კასპაროვის სეკუნდანტი მსოფლიო პირველობის სამ შეხვედრაში. ამჟამად ის სინგაპურში ფიდეს საჭადრაკო აკადემიის სამწვრთნელო პროგრამების დირექტორია.


თამაზ თევზაძეს, ის ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატია, დოცენტი, მუშაობდა ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპორტის დირექტორის თანამდებობაზე. იყო ოლიმპიური სახეობის ხელბურთის გენერალური მდივანი და პრეზიდენტი. არის ევროპის ხელბურთის ფედერაციის დელეგატი და წლების განმავლობაში არის საქართველოს წარმოამდგენელი საერთაშორისო ექსპერტი ევროპის ფედერაციაში.


რატი ბრეგაძე პროფესიით იურისტია. არის ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი და სხვადასხვა პუბლიკაციისა და ნაშრომების ავტორი. აქვს დიდი გამოცდილება სამეცნიერო აქტივობებში.


რაც შეეხება გია რაფავას, რომელიც ცნობილი ქართველი მორაგბეა, ის ინგლისში ცხოვრობს და როგორც მინისტრმა აღნიშნა, თვის ბოლოს უკვე ჩამოვა თბილისში და სპორტის სამინისტროს გუნდს შეუერთდება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: