დიმიტრი ლორთქიფანძე: ჩვენი პოლიტიკური ხედვა რუსეთთან პირდაპირი დიალოგია!

დიმიტრი ლორთქიფანძე: ჩვენი პოლიტიკური ხედვა რუსეთთან პირდაპირი დიალოგია!

დიმიტრი ლორთქიფანიძე ,,ივერიონს“  საკუთარ  და  მთლიანად ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“  ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანების კონკრეტულ ხედვაზე ესაუბრა.


- ბატონო დიმიტრი, როგორ შეაფასებთ გუშინდელ უშიშროების საბჭოს სხდომას? აღდგება თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის?
- ვფიქრობ, ხე ნაყოფით იცნობა. უშიშროების საჭოს გუშუნდელი სხდომა უშედეგო იქნება, თუ მას არ მოჰყვება კონკრეტული შედეგები, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგის დაწყება!
ვინაიდან  პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაცია  კარგად აცნობიერებს ამ დიალოგის აუცილებლობას, იმაზე მიუთითებს, რომ ჟენევის ფორმატი და აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დონის ღონისძიებები საქართველო-რუსეთს შორის არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს!
რაც უფრო მალე დაიწყება პირდაპირი დიალოგი საქართველო-რუსეთს შორის, მით უფრო მოგებული დარჩება საქართველო!
საინტერესოა, ვინ უნდა აწარმოოს ამ ტიპის მოლაპარაკებები? იმედია, ეს კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი არ გახდება პრეზიდენტსა და პრემიერს შორის, რადგან ორივეს პრეროგატივაა და ერთმანეთს მიზანმიმართულად არ უნდა შეუშალონ ხელი!


- ,,ნაციონალურმა მოძრაობამ’’ 15 მოემბერს საპროტესტო აქცია დააანონსა. ისინი ოფიციალურად აცხადებენ, რომ ამის მიზეზი რუსეთ-აფხაზეთს შორის ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებაა. ექსპერტები და საზოგადოების ნაწილი ამას ,,ნაციონალების“ მორიგ აფიორად მიჩნევს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის არევას ემსახურება. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური ავანსცენიდან გასაქრობად გამზადებულმა პარტიებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს!
- ეს თემა ,,ნაციონალების“ მხრიდან მორიგი სპეკულაციური თემაა. აფხაზეთის ოკუპაცია და ანექსია დიდი ხანია განხორციელებულია და ახლა იწყება ახალი მესამე ფაზა. თითოეულ ფაზას ,,ნაციონალები“ შეგნებულად უწყობდნენ ხელს. სამხედრო რიტორიკა, რომ რუსეთის მიერ  აფხაზეთის ანექსიის მცდელობას მკაცრი და აგრესიული საგარეო პოლიტიკით უნდა შევუშალოთ ხელი,  საქართველოსთანა  მცირერიცხოვანი და ეკონომიკურად სუსტი ქვეყნისთვის ქვეყნის მტრობის ტოლფასია! ეს პოპულიზმია, რომელიც არ ემყარება რეალურ შედეგს.
დღეს ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი არ დგამს ნაბიჯებს იქითკენ, რომ რუსეთს დაელაპარაკოს, ბოლოს და ბოლოს,  რა მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის საქართველოს ტერიტორიას და რა კონკრეტული ვაჭრობის საგანი შეიძლება გახდეს ის ორ ქვეყანას შორის. ასეთი შეკითხვა არასოდეს დასმულა მის წინაშე და,  ვიმედოვნებ, გუშინდელი უშიშროების საბჭოს სხდომა ადგილიდან დაძრული ყინული იქნება.
რაც შეეხება 15 ნოემბერს, ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის მხარდამჭერ პლიტიკურ პრტიებს, ისინი ყოველთვის მისი სატელიტი პარტიები იყვნენ. მიუხედავად ამისა, შეფასებისას მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ, რადგან, ეს დღეს დაგვარწმუნებს საზოგადოებაში გამოკვეთილი წარმოდგენის სისწორეში.
ვფიქრობ, ამ აქციაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანზაციებიც მიიღებენ მონაწილეობას. 
ჩვენი პოლიტიკური გუნდი - ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“- ინარჩუნებს კონკრეტულ ხედვას ქვეყნის გაერთანებასთან დაკავშირებით და ეს რუსეთთან პირდაპირი დიალოგია!
                                                                   ესაუბრა ია ჯღარკავა

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: