სანდრო ბრეგაძე: ვინც უწმინდესს მოღალატეს უწოდებს ყველა საქართველოს მოწინააღმდეგედ მიმაჩნია!

სანდრო ბრეგაძე: ვინც უწმინდესს მოღალატეს უწოდებს ყველა საქართველოს მოწინააღმდეგედ მიმაჩნია!


  დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ეხმაურება facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

  "საინტერესოა!!! ეხლა მოგმართავთ თქვენ - ქართულ საზოგადოებას - როდესაც უწმინდესსა და უნეტარესს უწოდებენ საქართველოს ნომერ პირველ მტერს და მოღალატეს, რა უნდა ვქნათ, გავჩერდეთ??? პასუხის გაცემის უფლებაც არ გვაქვს??? კი ბატონო, ვისაც უნდა, დაემორჩილოს ვაჭარაძის დიქტატურას და იჯექით თქვენს სკამებზე და იმის შიშით, რომ არ გადაგაყენონ და უმუშევარი არ დარჩეთ, ხმა არ ამოიღოთ, მე ჩემს სარწმუნოებასა და რელიგიურ გრძნობებს ყოველთვის დავიცავ, არათუ თანამდებობის დაკარგვა, არამედ სიცოცხლის დათმობაც რომ მომიწიოს!!!!!!!!!

  მზად ვარ არა მარტო გადადგომისთვის, არამედ ციხეში წასვლისთვისაც. ახლაც გავიმეორებ, რომ ვინც უწმინდესს მოღალატეს უწოდებს, ყველა არის სერგო ორჯონიკიძის სულიერი შვილი და ის თავად მიმაჩნია საქართველოს მოწინააღმდეგედ", - წერს სანდრო ბრეგაძე.

  ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო პლატფორმაში "არა ფობიას!" შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მიმართავენ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: