დავით ზურაბიშვილი: თავის დროზე კოალიცია "ქართული ოცნება" სააკაშვილის წინააღმდეგ შეიქმნა!
მოვიდა დრო, როცა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და არა იმაზე ვინ რა დააშავა. აღნიშნული განცხადება დავით ზურაბიშვილმა "რეპორტიორის" პრეს-კლუბში გამართულ პრესკომფერენციაზე გააკეთა.
დავით ზურაბიშვილ, კოალიცია "ქართულ ოცნებას" 2 გზას სთავაზობს.
"თავის დროზე, ეს კოალიცია ივანიშვილის გარშემო და სააკაშვილის წინააღმდეგ შეიქმნა. თუ მაშინ ერთი ადამიანის გარშემო გავერთიანდით, ახლა უნდა გავერთიანდეთ გარკვეული პრონციპების გარშემო - კონკრეტული ამოცანების ამოსახსნელად. წინააღმდეგი თუ ვიქნებით რაიმესი, ეს უნდა იყოს მხოლოდ ისეთ შემთხვვაში, როცა ეს რაღაც ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ამიტომ უნდა გამოიკვეთოს, ვინ რა როლს ასრულეს და რას ვაკეთებთ.
კოალიციას ვთავაზობთ 2 გზას. პირველი - ეს არის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ კოალიციის წევრი პარტიები მთლიანად ჩართული არიან ხელისუფლებაში, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე, სამინისტროების, მერიების, გამგეობების დონეზე ყველგან გატარებულია ეს პრინციპი და მეორე, როცა არ ხდება ასეთი მჭიდრო ინტეგრირება, მაგრამ არის მეტი პლურალიზმი თვითონ კოალიციის შიგნით, ანუ ხდება შეთანხმებები გარკვეულ თემებზე, რომელიც ეფუძნება იმ საერთო ვალდებულებებს, რომლებიც ჩვენ არჩევნებამდე ვიტვირთეთ, სხვა მხრვ კი კოალიციაში შემავალი პარტიები თავიანთი პოზიციების და შეხედულებების მიხედვით აფიქსირებენ თავიანთ შეხედულებებს და პრინციპებს. ჩვენ ვთავაზობთ ამ ორ გზას კოალიციას, იმისთვის რომ კოალიციის მუშაობა უფრო ეფექტური იყოს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.