ჩვენ კოალიციას ერთ-ერთი ბოლო დავტოვებთ - ირწმუნება დავით უსუფაშვილი
რესპუბლიკური პარტიის პოზიცია უცვლელი რჩება, იმ შემთხვევაში თუ კოალიციის პარტნიორები იმ დასკვნამდე მივლენ, რომ ამ პოლიტიკურმა ერთობამ თავი ამოწურა "რესპუბლიკური" პარტია იქნება ბოლო, ვინც კოალიციას დატოვებს. აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა.
"რესპუბლიკური" პარტიის პოზიცია რჩება უცვლელი. ერთი წლის წინათ გამართუოლ ყრილობაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ "რესპუბლიკური პარტია" კოალიციას დატოვებს ბოლო, ანუ თუ კოალიციის პარტნიორები იმ დასკვნამდე მივლენ, რომ ამ პოლიტიკურმა ერთობამ თავია მოწურა, ჩვენ ვიქნებით ბოლო.
საკითხი იმის შესახებ, რომ პარტია კოალიციას ტოვებს, ან უახლოეს მომავალში მსგავსი რამ არის მოსალოდენლი, არ არსებობს. ამასთან, კოალიცია ეს არის ინსტრუმენტი და არა ამოცანა. კოალიცია საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთ მართო. ისევე, როგორც ჩვენ, ჩვენი კოლეგები სხვადასხვა საკითხებზე მუშაობას გვთავაზობდნენ და მთავარმა კოლეგამ ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად კოალიციის შექმნა შემოგვთავაზა, ჩვენ კოლეგებს ვთავაზობთ ასეთ რამეს - კარგად გავიაზროთ რა ამოცანები აქვს კოალიციას დარჩენილი ორი წლის განმავლობაში, არჩევნებამდე დარჩენილ დროში,"- განაცხადა უსუფაშვილმა.