ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა

გემი, რომელსაც 100-მდე მიგრანტი  ჩრდილოეთ აფრიკიდან იტალიისკენ გადაჰყავდა ხმელთაშუა ზღვაში ჩაიძირა. ლაინერმა მარცხი იტალიურ კუნძულ ლამპედუსასა და ლიბიას შორის განიცადა.


როგორც ცნობილია,  დაღუპულთა რაოდენობა 10-ამდე აღწევს. იტალიის საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით,  70-მდე ადამიანი შემთხვევას გადაურჩა, მათ შორის კი  ერთი ორსულია. იტალიის საზღვაო ფლოტი და სანაპირო დაცვა კვლავ განაგრძობს დაზარალებულთა ძიებას. მიგრანტები ჩრდილოეთ აფრიკიდან იყვნენ, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში შეღწევას ცდილობდნენ.


კვლევების მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, ხმელთაშუა ზღვაში 1500-მდე მიგრანტი დაიღუპა. ევროპულმა ქვეყნებმა გამოთქვეს სურვილი, აღიკვეთოს უკანონო მიგრაციები, რათა შემცირდეს მიგრანტთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: