საქალაქო სასამართლო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე დახურულ სხდომაზე იმსჯელებს

საქალაქო სასამართლო თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების  საქმეზე დახურულ სხდომაზე იმსჯელებს

  თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ჟურნალისტებისთვის დახურული იქნება.

  მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები რამდენიმე დღის წინ დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ.

  მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან:
  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.


  როგორც ცნობილია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მაღალჩინოსნები თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ ხუთივე თანამშრომელს თავდებში უდგებიან.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: